კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი შეეცდება გამონახოს გზები რუსი ჯარისკაცის ინტერესების დასაცავად, რომელსაც უკრაინაში, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ჩვენი მოქალაქის ბედით." - განაცხადა პესკოვმა.
"ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესაძლებლობა, დავიცვათ მისი ინტერესები ადგილზე, რადგან უკრაინაში რუსეთის საგარეო მისიების საქმიანობა არ მიმდინარეობს. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ მცდელობას სხვა გზების გამოყენებით." - თქვა პესკოვმა.
უკრაინის პროკურატურამ 21 წლის რუს ჯარისკაცს, ვადიმ შიშიმარინს, ომის დანაშაულისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
რუსი ჯარისკაცი სუმის ოლქში სამოქალაქო პირის მკვლელობის გამო გაასამართლეს.